hi

Loading...

Monday, December 8, 2014

ჩიკაგო: გამჭვირვალე აივანი 103-ე სართულზე

2
ეს გამჭვირვალე აივანი, რომელიც ჩიკაგოს სიმბოლოდ მიიჩნევა, Sears Tower-ის 103-ე სართულზეა დამონტაჟებული და ადრენალინის წყაროა  ექსტრიმის მოყვარულთათვის.  
3
Sears Tower-ს ყოველდღიურად ასობით ვიზიტორი ჰყავს. გამჭვირვალე აივანზე, რომელსაც Ledge-ს (შვერილი) უწოდებენ, ფეხის კანკალით დგებიან, წვებიან, ფოტოებს იღებენ. ამ წერტილიდან მიწამდე 412 მეტრია და აივანზე ყოფნისას ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ჰაერში დგახარ ;)
1
შუშის აივანი ცათამბჯენიდან 1,3 მეტრზეა გამოწეული და საკმარისი ადგილია 9-10 ადამიანის დასადგომად. კონსტრუქცია, რომლის კომპონენტები აწყობილია სამი ფენა 1,27 სმ სისქის შუშისგან, 5 ტონამდე ტვირთზეა გათვლილი. 
4
Sears Tower-ის არქიტექტურა კომპანია Skidmore-ს ეკუთვნის, ხოლო შუშის აივანი Owings-ისა და Merrill-ის სპეციალისტებმა დააპროექტეს. 
აივნის შუშისა და რკინის კომპონენტების დიზაინი და დეტალიზება კომპანია Halcrow Yolles-ის ექსპერტებმა განახორციელეს.
ცათამბჯენზე სულ 110 სართულია. აივანი ცათამბჯენის დასავლეთ კედელზეა დამონტაჟებული.


67

0 კომენტარი:

Post a Comment