ამ ლამაზი შუშის სახლის პროექტი პოლონური არქიტექტურული კომპანიების – PCKO-სა და MOFO Architects-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
შუშის სახლი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის გარეუბანში, ტყის პირას მდებარეობს.
მთავარ სამშენებლო კომპონენტად შუშის გამოყენება დამკვეთის მოთხოვნამ განაპირობა – მისი სურვილი იყო, სახლს არ დაერღვია ბუნების ჰარმონია და ორგანულად “ჩამჯდარიყო” ტყის ლამაზ გარემოში – ამ ამოცანის შესრულება არქიტექტორებმა გამჭვირვალე კედლების საშუალებით მოახერხეს.
შუშის კედლები ბუნებასთან ერთიანობას უზრუნველყოფს და ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს სახლსა და გარემოს შორის მთლიანად იშლება ზღვარი. ეს კი მშვიდი, სასიამოვნო დასვენებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის.
0 კომენტარი:
Post a Comment