ეს რომანტიკული დასასვენებელი კომპლექსი ქვედა ზამბეზიში (აფრიკა) მდებარეობს და დამსვენებელს არაჩვეულებრივ გარემოსთან ერთად საოცარი აფრიკული ლანდშაფტით ტკბობის შესაძლებლობას სთვაზობს.
კომპლექსის მთვარი კომპონენტი ულამაზესი ვილა – Chongwe River House სტუმრებს არა მხოლოდ დასვენებისა და განტვირთვის, არამედ აქტიური სპორტული ცხოვრებისა და ველურ ბუნებაში დროის გატარების შესაძლებლობას აძლევს. აქ ვიზიტორებს სთავაზობენ კანოეთი და ნავებით გასეირნებას, ასევე ზღაპრულ პიკნიკებს ეგზოტიკურ ბუნებაში გიდთან ერთად.
ვილის ერთ-ერთი ღირსება წყალთან სიახლოვეა – კომპლექსი განლაგებულია მდინარე ჩონგუესთან და გადაჰყურებს მდინარე ზამბეზისაც. ამ მდინარეებთან წყლის დასალევად ყოველდღიურად ათასობით ცხოველი მიდის, ასე რომ, სასტუმროს სტუმრებს დიდი ცდა არ უხდებათ სპილოების, ულამაზესი ანტილოპების თუ სხვა ეგზოტიკური ცხოველების სანახავად.
კომპლექსის იდეალური განლაგება ვიზიტორებს მთების ულამაზესი ხედით დატკბობის საშუალებასაც აძლევს.
Chongwe River House დიდი სასტუმრო არ არის. აქ მხოლოდ ოთხი საძინებელი ოთახია, სადაც რვა ადამიანის კომფორტულად განთვსებაა შესაძლებელი. სასტუმროს სამშენებლოდ ქვედა ზამბეზის ნაციონალური პარკიდან აღებული ნატურალური მასალაა გამოყენებული. ეთნიკურ სტილში შესრულებული მარტივი ავეჯი და აქსესუარები გარემოს მეტ ეგზოტიკურობას მატებს.
დაათვალიერეთ რომანტიკული სასტუმროს კიდევ რამდენიმე ფოტო:
0 კომენტარი:
Post a Comment