პროექტი Treehouse Solling გერმანულმა არქიტექტურულმა ბიურომ Baumraum-მა წარმოადგინა.
ეს არასტანდარტული სახლი პატარა ქალაქ უსლარში (გერმანია), შუა ტყეში, ზედ პატარა ტბაზე დგას. სახლამდე მიმავალ გზაზე, ტყეში კიდევ რამდენიმე პატარა ტბა და მდინარეა.
უცნაური კონსტრუქცია მეტყევის სახლის ერთგვარი დამატებაა და მფლობელის შვილისთვის აშენდა.
სახლი ხიდით უკავშირდება ტბის პირას მდგარ უზარმაზარ ხეს, რომლიდანაც ხის კიბე ეშვება.
ორსართულიანი სახლის ინტერიერის უდიდესი ნაწილი ხის მასალით არის მოპირკეთებული. 37 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლში სულ ორი ოთახია – ერთი სათამაშო და დასასვენებელი, მეორე კი – საძინებელი.
სახლის მეორე სართულზე მოხვედრა ხიდზე დამონტაჟებული კიბით შეიძლება.
0 კომენტარი:
Post a Comment