ეს თეთრი, ლამაზი ვილა, რომელიც მაიორკაზე (ესპანეთში) მდებარეობს ახლახან გასაყიდად გამოიტანეს. მისი ფასი 7,450,000 ევროა.
სანამ გასაყიდად გამოიტანდნენ, 890 კვადრატული მეტრის ფართობის ვილა მთლიანად გაარემონტეს და გადააკეთეს – თანამედროვე დეტალები დაუმატეს და მინიმალისტურ სტილში მოაწყვეს.
ვილა თავისი აუზებით, ტერასებით, ბარბექიუს მოედნით, პარკინგით ულამაზესი ბაღით მაიორკას სანაპირო ზოლის ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე, 2500 კვადრატულ მეტრ ფართობის მიწაზეა განთავსებული.
ვილაში არის თანამედროვე სტილში მოწყობილი ექვსი საძინებელი სააბაზანო და საგარდერობო ოთახებით, მისაღები ოთახი ბუხრით, სასადილო, სამზარეულო, სამრეცხაო, სხვენი და ცალკე სტუდია სტუმრებისათვის.
ინტერიერის ნეიტრალურ ფერთა გამას ხაზს უსვამს მარმარილოს იატაკი და პრიალა ზედაპირები. ერთი სიტყვით, ვილა ძალიან მყუდროდ და სასიამოვნოდ გამოიყურება
0 კომენტარი:
Post a Comment