hi

Loading...

Sunday, December 7, 2014

ბრაზილიელი ტელეწამყვანის ვილა რიო დე ჟანეიროში

1
რიო დე ჟანეიროში მდებარე ეს არაჩვეულებრივი ვილა, სახელწოდებით Rio Bravo, ბრაზილიელ ტელეწამყვანს ალექს ლერნერს ეკუთვნის.
ვილა ულამაზეს ადგილზეა აშენებული. უკანა მხრიდან ნაგებობას მთები გადმოყურებს და ხშირიფოთლოვანი ტყით არის გარშემორტყმული, სახლის ფანჯრებიდან და ვერანდიდან კი ოკეანის ხედებია გადაშლილი.
5
ვილა, რომელიც არქიტექტურული ბიუროს Arthur Casas-ს პროექტის მიხედვით არის შექმნილი, დახვეწილი ნატურალური მასალების გამოყენებით აშენდა და მოპირკეთდა.
3
ვილის მფლობელს არა მხოლოდ კომფორტული საცხოვრებელი უნდოდა, არამედ განმარტოებული და წყნარი გარემოც. ამიტომ ბაღს უზარმაზარი, ნატურალური ქვით ნაგები ღობე აქვს შემოვლებული.
483 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე რეზიდენცია ძალიან ბუნებრივი და ამავე დროს, თანამედროვე გამოვიდა.
მისაღები ოთახი ფართო ვერანდაზე გადის, რომელსაც ლამაზი აუზი ესაზღვრება.
2
სახლის ქვედა სართულზე მოწყობილია სამეურნეო და სამზარეულო ზონები, ასევე ორი საძინებელი ოთახი მომსახურე პერსონალისთვია, მეორე სართულზე კი რამდენიმე საძინებელი და სააბაზანოა სტუმრებისთვის, აქვეა გასართობი და სასადილო ოთახებიც.
სახლის მფლობელის ფართო საძინებელი ოთახი სააბაზანოსთან ერთად მესამე სართულზეა განთავსებული.
დაათვალიერეთ რიო ბრავოს კიდევ რამდენიმე ფოტო ჩვენს გალერეაში :)
467891011

0 კომენტარი:

Post a Comment