დიზაინის ბიურომ March Gut არქიტექტურულ კომპანია Wolfgang Wimmer-თან ერთად წარმოადგინა ღვინის სახლის Stroblkeller-ის პროექტი, რომელიც ავსტრიის ყველაზე მსხვილი ღვინის მწარმოებელი კომპანიის Clemens Strobl-ის შეკვეთით მომზადდა.
შენობის ისტორიული ნაწილი მთლიანად რესტავრირდა და გაფართოვდა – შენობის ისტორიულ ელემენტებს ერთი სართული და მანსარდი დაემატა.
სარდაფის სივრცის დიდი ნაწილი ღვინის საწყობს დაეთმო, აქვე მოეწყო ღვინის საპრეზენტაციო დარბაზიც. შენობის პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი და სამზარეულო მდებარეობს, მეორე სართულზე მისაღები და სამუშაო ოთახებია. ბოლო სართულზე კი მოეწყო დროებითი საძინებელი ოთახები – კომპანიის სტუმრებისთვის ან საჭიროების შემთხვევაში – სტაფისთვისაც.
ღვინის სახლის ინტერიერის ფერები, მასალები და დეკორის ნივთები მთლიანად შეესაბამება შენობის ხასიათს და ძალიან მყუდრო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის როგორც მუშობისთვის, ისე დასასვენებლად ჭიქა ხარისხიან ღვინოსთან ერთად :):)
0 კომენტარი:
Post a Comment