hi

Loading...

Sunday, December 7, 2014

GIRAFFE MANOR – საუზმე ჟირაფებთან ერთად

GiraffeManor0
ეს არაჩვეულებრივი ბუტიკ-ოტელი სახელწოდებით Giraffe Manor კენიაში, ნაირობისა და ნგონგის ბუნებრივ ნაკრძალს შორის მდებარეობს.
სასტუმრო ნამდვილად განსაკუთრებულია – როგორც მდებარეობით, ისე დიზაინით, რომელიც 30-იანი წლების არტ დეკოს სტილშია გადაწყვეტილი. თავად სასტუმროც 1930 წელს არის აშენებული.
GiraffeManor9
სასტუმროს მისაღები და ნომრები ელეგანტური ძველებური ავეჯითაა მოწყობილი. განსაკუთრებულად სასიამოვნო გარემოს ულამაზესი ბაღები, ტერასები და ვერანდები ქმნის.
IMG_5037
სასტუმრო განლაგებულია 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა და გარს აკრავს დაახლოებით 57 ჰექტარი ულამაზესი ტყე, რომელიც სავსეა ეგზოტიკური ცხოველებითა და ფრინველებით. მათგან ყველაზე თამამები ჟირაფები არიან, რომლებიც  სასტუმროს ბაღებში დასეირნობენ და ხანდახან სტუმრებისთვის განკუთვნილ საუზმესაც მიირთმევენ, განსაკუთრებით თუ მენიუში სტაფილო ან სალათის ფოთლებია :)
GiraffeManor1
Giraffe Manor-ში საუზმობისას ჟირაფმა შეიძლება “გაკოცოს” კიდეც ;) ;)
GiraffeManor4
…ან დილას შენს ფანჯარაში შემოიჭყიტოს.
giraffemanor00
“ჟირაფების სასტუმრო” არც ისე დიდია – 10 მყუდრო ნომერში მაქსიმუმ 25 ადამიანის განთავსება შეიძლება. ღირებულებაში შედის კვება და უფასო სასმელი.
GiraffeManor6
სტუმრებს სასაუზმოდ აქ ეპატიჟებიან – ყავის მირთმევის დროს ჟირაფების ცქერით და არაჩვეულებრივი ხედებით შეიძლება დატკბეთ. თუმცა თუ უცებ მაგიდიდან რაღაც გაქრება, პასუხს არავინ აგებს :)
GiraffeManor3
Giraffe Manor-ის კიდევ რამდენიმე ფოტო:
GiraffeManor18GiraffeManor5GiraffeManor7GiraffeManor8GiraffeManor10GiraffeManor11GiraffeManor12GiraffeManor14GiraffeManor15IMG_4889IMG_5037

0 კომენტარი:

Post a Comment