ეს თანამედროვე შუშის სახლი, სახელწოდებით The Fall House, კალიფორნიაში (აშშ) ოკეანის პირას, კლდეზეა აშენებული.
სახლის პროექტის ავტორია საპროექტო სტუდია Fougeron Architecture, რომლის სათავო ოფისიც სან ფრანცისკოში მდებარეობს.
The Fall house ეკოლოგიურად სუფთა სახლის პრინციპებითაა აშენებული. შუშის კონსტრუქციის აურაცხელი ფანჯრები ნატურალურ ვენტილაციას უზრუნველყოფს, ხოლო ელექტროენერგიის წყაროდ მზის ენერგია გამოიყენება.
კლდის რელიეფზე მორგებული უცნაური კონსტრუქცია ტიპური რეზიდენციაა სამი საძინებელი ოთახით, სამზარეულოთი, სასადილო, სამუშაო და მისაღები ოთახებით. აქვეა ბიბლიოთეკა და შუშით გადახურული დასასვენებელი ოთახიც.
სახლის მფლობელების საკუთრებაშია ასევე კლდის ძირში მდებარე პატარა პლაჟიც, რომლის ფართობიც სულ 23,5 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლიდან კერძო პლაჟამდე ვიწრო საცალფეხო ბილიკი ეშვება.
კიდევ ერთი დასასვენებელი ზონა სახლის წინ მდებარე ფართო ტერასაზეა მოწყობილი პატარა ყვავილოვანი ბაღით.
დაათვალიერეთ The Fall House-ს დანარჩენი ფოტოები და გეგმა ჩვენს გალერეაში:
0 კომენტარი:
Post a Comment