ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ ვიეტნამური არქიტექტურისა და დიზაინის ბიუროს Vo Trong Nghia Architects-ის ორიგინალური ეკოპროექტი სახელწოდებით House for Trees, რომელიც ურბანიზაციის თანმდევი პრობლემების გადაჭრას ემსახურება.
როგორც Vo Trong Nghia Architects-ის ვებსაიტზეა აღნიშნული, სწრაფმა ურბანიზაციამ ვიეტნამის ქალაქებში გამწვანების შემცირება გამოიწვია.
“მაგალითად, ქალაქ ჰო ჩი მინში, სადაც “სახლები ხეებისთვის” პროექტი განხორციელდა, მთელი ტერიტორიის მხოლოდ 0.25%-ია გამწვანებული”.
“რადგან მიწის თითოეული კვადრატული მეტრი უკვე დაკავებულია, გადავწყვიტეთ ხეები ჰაერში დაგვერხო ფაქტობრივად სახლები ერთგვარი გიგანტური ქოთნების ფუნქციას შეასრულებს და თან ადამიანებისთვისაც გამოდგება საცხოვრებლად”.
“ქოთანი-სახლების” პროექტი Wind and Water House JSC-ის შეკვეთით არქიტექტორებმა ვო თრონგ ნგიამ (Vo Trong Nghia), დეისიუკ სანუკიმ (Daisuke Sanuki) და სუნრი ნისიზავამ (Shunri Nishizawa) დააპროექტეს.
პროექტის თანახმად, House for Trees 5 ერთ, ორ, სამსართულიანი სახლისაგან შედგება და მიწის საკმაოდ მცირე ნაკვეთს იკავებს. მთლიანობაში ხუთივე სახლის საერთო ფართობი 474.32 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სახლების მშენებლობის მსგავსი სტრუქტურა, რომელსაც RC frame structure-ს უწოდებენ, ფართოდ გამოიყენება ვიეტნამში.
House for Trees მცირებიუჯეტიანი პროტოტიპული სახლების სერიაა – ხუთი სახლის ასაგებად მხოლოდ 155,000 აშშ დოლარია საჭირო.
“მანქანები და ბაიკები, რომლებითაც სავსეა ქალაქი, ჰაერის დაბინძურებას იწვევენ, ახალი თაობა კი მთლიანად კარგავს ბუნებასთან კავშირს. ჩვენი პროექტი სწორედ ან სიტუაციის შეცვლას ემსახურება”, – ამბობენ House for Trees-ის არქიტექტორები.
0 კომენტარი:
Post a Comment