პირდაპირ ჩანჩქერის თავზე აშენებული ამ ლამაზი სახლის პროექტი არქიტექტორფრენკ ლოიდ რაითს (Frank Lloyd Wright) ეკუთვნის.
სახლი პენსილვანიის შტატში (აშშ), პიტსბურგიდან დაახლოებით 69 კილომეტრში მდებარეობს.
მდებარეობიდან გამომდინარე, არქიტექტორმა თავის ქმნილებას Fallingwater უწოდა.
ულამაზეს ხეობას, სადაც სახლია აშენებული, Bear Spring (დათვების წყარო) ჰქვია. მას ყოველწლიურად ათობით ათასი ტურისტი სტუმრობს.
სახლი ეკოლოგიური არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. მისი მშენებლობა ლოიდ რაითმა ამერიკელი მილიარდერის, Kaufmann’s Department Store-ს პრეზიდენტის ედგარ კაუფმანის შეკვეთით 1930 წელს დაიწყო და 1939 წელს დაასრულა. პროექტზე მუშაობის დაწყების დროს რაითი 67 წლის იყო
სახლი ხეობის სიღრმეში, ტყიან ზონაში მდებარეობს.
Time-მ ამ ულამაზეს არქიტექტურულ ქმნილებას “რაითის საუკეთესო ნამუშევარი” უწოდა.
2007 წელს აშშ-ის არქიტექტურის ინსტიტუტმა Fallingwater “ამერიკული არქიტექტურის ყველა დროის საუკეთესო ნიმუშად” აღიარა.
Fallingwater-ის ინტერიერისა და ექსტერიერის კიდევ რამდენიმე ფოტო:
0 კომენტარი:
Post a Comment