არქიტექტურულმა სტუდიამ GrayPants ილუმინირებული კაბინის პროექტი განახორციელა.
გამჭვირვალე კონსტრუქციას აქვს შუშის კედლები, შუშისვე კარი და შუშის სახურავიც კი, რომელიც ხის ძელებს ერთმანეთთან აერთებს. ღია არქიტექტურული ფორმის გამო ღამით, როდესაც შუქი ინთება, კაბინა თითქოს შუქურის ფუნქციასაც ასრულებს.
გამჭვირვალე კაბინა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული – საძირკვლად ქვის მასალაა გამოყენებული, ხოლო იატაკი კი ხისაა.
სახლის ერთადერთი “პრობლემა” ისაა, რომ მასში მცხოვრებთ პრივატულობის შეგრძნებას ნაკლებად დაუტოვებს. თუმცა, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ კონსტრუქცია ბუნებაში, ქალაქის ხმაურიანი გარემოსგან მოშორებულ ადგილას დასადგმელადაა განკუთვნილი, შუშის კედლები დიდ პრობლემას არ უნდა ქმნიდეს – ვინ შეიწუხებს პრივატულობაზე ფიქრით თავს, როცა ირგვლივ არავინაა?
“ეს კონკრეტული კაბინა ტბის პირას არის განთვსებული და მის მცხოვრებთ არასოდეს მისცემს საშუალებას, ხელიდან გაუშვან მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის ულამაზესი სცენებით ტკბობის შანსი”, – ამბობენ GrayPants-ის წარმომადგენლები. “ასეთი დიზაინი ადამიანის ბუნებასთან ერთიანობის შეგრძნებას ქმნის – ბუნება ხომ სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა”.
0 კომენტარი:
Post a Comment