თანამედროვე მსოფლიოში ბევრი პროგრესული კომპანია ცდილობს თანამშრომლებს ეკოლოგიურად სუფთა სამუშაო გარემო და ბუნებასთან სიახლოვის განცდა შეუქმნას. შესაბამისად, იქმნება ოფისის დიზაინის უფრო და უფრო კრეატიული პროექტები. თუმცა ესპანური არქიტექტურული კომპანიის Selgas Cano-ს ოფისის იდეამ, რომელიც არქიტექტორ ივან ბაანს ეკუთვნის, ეკო-ოფისების ყველა სხვა ექსპერიმენტი გააუფერულა.
კომპანის ოფისი შუა ტყეშია ჩადგმული. კონსტრუქციის 60 პროცენტი შუშისაა და მასში მყოფებს ისეთ შეგრძნებას უჩენს, თითქოს ყუთივით ოფისის ნაცვლად პარკში ნებივრობენ. ოფისი სავსეა ფართო სამუშაო მაგიდებით და ღია თაროებით, რაც სტაფს გუნდური მუშაობის, უკეთესი თანამშრომლობისა და აქტიური კომუნიკაციისკენ უბიძგებს.
შესაძლოა ეს იდეა გამოსადეგი არ იყოს მსხვილი კორპორაციებისთვის, თუმცა შედარებით მცირე ბიზნესისთვის არაჩვეულებრივი კონცეფციაა.
0 კომენტარი:
Post a Comment