როდესაც არქიტექტორმა ლუის აუქუერმა ამ არაჩვეულებრივი მყუდრო სახლის დიზაინის სამუშაოები დაასრულა და ნამუშევარი საზოგადოებას წარუდგინა, ვერავინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის წინ ნაგებობა მხოლოდ და მხოლოდ ბეღელის ფუნქციას ასრულებდა.
კატალონიის (ესპანეთი) ერთ-ერთ სოფელში მდებარე ორსართულიანი სახლის დიზაინი ქანთრი სტილშია შესრულებული. პირველი სართულის დეკორში ფრანგული რასთიქ სტილის (სოფლის სტილი) გავლენა იგრძნობა, მეორე სართული კი ესპანური ქანთრის სტანდარტებითაა მოწყობილი.
ინტერიერის დიზაინში ძირითადად ნატურალური მასალა – დაუმუშავებელი ქვა (პირველ სართულზე) და ხეა (მეორე სართულზე) გამოყენებული. სახლის წინ განლაგებულია აუზი და დასასვენებელი ზონა – პატიო, უკანა მხარეს კი დიდი ვერანდა არაჩვეულებრივი ხედით.
0 კომენტარი:
Post a Comment