ეს მოდულური შუშის ვილაარქიტექტორმა ქრის თეითმა ოკლენდის მახლობლად, თითირიანგის ტყეში (ახალი ზელანდია) ააგო.ვილა ეკო-სახლის პრინციპებითაა აგებული და შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტურულ ფორმებში უფრო მეტად გარემოს დაცვის აუცილებლობის დემონსტრირება იგრძნობა, ვიდრე საკუთრივ სახლზე ფოკუსირება.მოდულური შენობა, რომელსაც ორი მხრიდან შუშის კედლები აქვს, გიგანტური ხეების ტოტებს შორის არის აგებული. სახლი მეტად დაბურულ ტყეში მდებარეობს და დამკვეთისა და არქიტექტორის წინასწარი შეთანხმების მიხედვით, მშენებლობის პროცესში ერთი ხე ან ხის ტოტიც კი არ უნდა მოჭრილიყო.
უიქენდებისა და დღესასწაულების გასატარებლად აგებული ვილის ინტერიერიმინიმალისტურ სტილშია მოწყობილი.
0 კომენტარი:
Post a Comment