ეს არაჩვეულებრივი ნაგებობა, რომელსაც Storybook House-ს უწოდებენ, 1980 წელს რიჩი და კარენ მორგანებმა ოლალას ველზე (ვაშინგტონის შტატი, აშშ) ააშენეს.
წყვილი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა სახლზე, სადაც ალბათ ჰენზელი და გრეტელიც კი იცხოვრებდნენ ოცნების განხორციელებაში მათ ივონ ბესი დაეხმარა.
სახლს ტალღისებური ტორფის სახურავი, ძველებური მასიური ხის ჯარები და მომრგვალებული პატარა ფანჯრები აქვს, რაც მას ზღაპრულ იერს აძლევს.
არანაკლებ ზღაპრულია ინტერიერიც, ძველებური ბუხრებით, ავეჯით და დაუმუშვებელი ხის დეტალებით.
სახლის მშენებლობისა და მოპირკეთებისას 90% ნატურალური ნატურალური, ორგანული მასალებია გამოყენებული.
232.3 კვ/მ ფართობის სახლი შუა ტყეში დგას. არაჩვეულებრივადაა შესრულებული ლანდშაფტის დიზაინიც – ფერადი ქვის ფილაქანით, ულამაზესი ყვავილებითა და ქვის დეკორაციებით.
“ჰენზელის და გრეტელის სახლში” რიჩარდი და კარენი შვილებთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი პატარა ოჯახური სასტუმროც გახსნეს, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
0 კომენტარი:
Post a Comment