ეს პატარა ბამბუკის სახლი ბრიტანეთის კოლუმბიის ერთ-ერთ ტყეშია აშენებული – ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი და ამასთან ფუნქციური, თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე საუკეთესო გარემოა ადამიანისთვის, ვისაც ქალაქის სტრესული გარემოსგან დასვენება და სიმყუდროვე სურს.
სახლი კანადელმა არქიტექტორმა დევიდ კოულსონმა, რომელიც დიზაინის სტუდია DCD-ს დამფუძნებელია, რამდენიმე წლის წინ საკუთარი ოჯახისთვის ააგო.
“ჩვენი სტუდიის ნიშა ყოველთვის ძველი, ტრადიციული სტილი და ხის გამძლე სახლები იყო, ამიტომ ჩემთვისაც ასეთი ავაშენე. ეს სახლი 100 წელზე მეტხანს გაძლებს”, – ამბობს დევიდ კოულსონი.
კოულსონის სტუდია ხის სახლებისა და საოფისე სივრცეების მშენებლობაზეა სპეციალიზებული. თავად არქიტექტორი ე.წ. მწვანე ინიციატივების ერთგულებითაა ცნობილი – ფუნქციური, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნა კოულსონისა და მისი კომპანიისთივის ყოველთვის პრიორიტეტული იყო.
კოულსონის სახლის 80% ბამბუკისგანაა ნაშენი. იგივე მასალაა გამოყენებული ინტერიერის მოსაპირკეთებლადაც.
სახლის ინტერიერის დიზაინის ნაწილის შესაქმნელად იაპონური მოტივებია გამოყენებული, ნაწილი კი თანამედროვე ქანთრის სტილშია მოწყობილი.
ფართო, პანორამული ფანჯრები ბუნებასთან ერთიანობის შეგრძნებას ტოვებს და საუკეთესო გარემოა როგორც დასვენებისთვის, ისე სამუშაოდ.
დევიდ კოულსონის სახლის კიდევ ორი ფოტო:
0 კომენტარი:
Post a Comment