ეს ლამაზი თეთრი ვილა ესპანეთში, კატალონიის ქალაქ ტოსა დე მარში, კოსტა ბრავას სანაპიროზე მდებარეობს.
სახლი მინიმალისტურ სტილში აგებული ორი კონსტრუქციისგან შედგება. პირველში საძინებელი და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი, მეორეში – სამზარეულო, მისაღები და გასართობი.
სულ სახლში 12 საძინებელი, 13 სააბაზანო, ერთი სამზარეულო, ოთხი მისაღები და ორი გასართობი ოთახია.
სახლი, რომლის ფართობი 1486 კვადრატული მეტრია, ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს. ტერასაზე უსასრულო საცურაო აუზია მოწყობილი.
ახლახან სახლი გასაყიდად გამოიტანეს. მისი ფასი 29 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ძვირადღირებული სახლის კიდევ რამდენიმე ფოტო:
0 კომენტარი:
Post a Comment