hi

Loading...

Monday, December 8, 2014

ბამბუკის სიმფონია

არქიტექტურულმა კომპანიამ Mansaram Architects არქიტექტორ ნილემ მანჯურას ხელმძღვანელობით ბენგალურუში (კარნატაკის შტატი, ინდოეთი) არაჩვეულებრივი ბამბუკის რეზიდენცია ააშენა.
1
რეზიდენცია ე.წ. მწვანე შენობის საუკეთესო მაგალითია. მშენებლობის პროცესში კომპანიამ  მხოლოდ ბამბუკი, დაუმუშავებელი ქვა, მეორადი ხის მასალა და რამდენიმე სხვა ნატურალური სამშენებლო მასალა გამოიყენა.
4
ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით პრიორიტეტი  ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის სისტემას მიენიჭა. სახლში ასევე არსებობს წვიმის წყლის დასაგროვებელი და გასაფილტრი საშუალებებიც.
3

“ამგვარად შევქმენით გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, როგორშიც, ჩემი აზრით, უნდა ცხოვრობდეს ყველა ადამიანი”, – თქვა არქიტექტორმა. 


2

0 კომენტარი:

Post a Comment