Pole House – ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ფოტოგრაფირებადი სახლია ავსტრალიაში.
სახლი, რომელიც ცნობილმა ავსტრალიურმა არქიტექტურისა და დიზაინის ბიურომ F2 Architecture-მ დააპროექტა, ახლახან განახლდა და გარემონტდა.
“პოლუსის” კორპუსი რკინის მასიური კონსტრუქციაა, რომელსაც ოთხივე მხრიდან შუშის კედლები აქვს. საჭიროების შემთხვევაში გამჭვირვალე კედლები რკინისვე დარაბებით იფარება.
ასევე შუშის მოაჯირი აქვს აივანს, რომლითაც სახლი ყველა მხრიდან არის გარშემორტყმული და ხიდს, რომელიც სახლს სანაპიროსთან აერთებს.
ამჟამად სახლი სასტუმროდ გამოიყენება და მისი დაქირავება შესაძლებელია როგორც დღიურად, ისე ხანგრძლივი ვადით.
Pole House-ს ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი – აქ მთავარი სივრცეა და არა ცალკეული დეტალები.
დაათვალიერეთ Pole House-ს ინტერიერისა და ექსტერიერის კიდევ რამდენიმე ფოტო:
0 კომენტარი:
Post a Comment