ამ თანამედროვე კონსტრუქციის მშენებლობა, ბრიტანეთის კოლუმბიაში რამდენიმე თვის წინ დასრულდა. დასასვენებელი სახლი, სახელწოდებით Tula House, პირდაპირ კლდეზე, 13,5 მეტრის სიმაღლეზეა აგებული.
სახლი ეკოლოგიურად სუფთა შენობის პრინციპებითაა დაპროექტებული. შემოგარენი ხშირი წიწვოვანი ტყითაა დაფარული, რაც არაჩვეულებრივ დასასვენებელ გარემოს ქმნის.
უზარმაზარი პანორამული ფანჯრებიდან და შუშის კედლებიდან წყნარი ოკეანის ულამაზესი ხედი იშლება. შეიძლება ითქვას, რომ ესაა სახლი, რომელიც ხედისთვის აშენდა.
სახლის ნაწილი კლდეშია ჩაშენებული და სახურავიც ნაწილობრივ კლდის შვერილითა ფორმირებული. სახურავის მეორე ნაწილი კი მწვანე საფარითაა დაფარული. სახლის სამშენებლო მასალად რკინის საყრდენები და ხის მასალაა გამოყენებული. რაც შეეხება ინტერიერს, ის სტუდიური ტიპისაა და მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი.
0 კომენტარი:
Post a Comment