hi

Loading...

Sunday, December 7, 2014

ქვის სახურავიანი არტ ვილები კუნძულ ჯეჯუზე

ამ პოსტში წარმოგიდგენთ იაპონურ არქიტექტურისა და დიზაინის ბიუროს Kengo Kuma-ს კიდევ ერთ მასშტაბურ ნამუშევარს – ქვის სახურავებიანი ვილების კომპლექსს – Lotte Jeju Resort Art Villas, რომელიც სამხრეთ კორეაში, კუნძულ ჯეჯუზე, ამავე სახელწოდების ქალაქში აშენდა.
1
Kengo Kuma-სთან ერთად ვილების პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა რამდენიმე ცნობილმა არქიტექტორმა და  დიზაინის ბიურომ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არიან DA Global Group, დომინიკ პერო და სხვ.2
კურორტზე 10-მდე ვილა აშენდა, რომელთა ნაწილიც ქირავდება, ნაწილი კი იყიდება.
3
კუნძული ჯეჯუ სამხრეთ კორეის შემადგენლობაში შედის. ის ვულკანური წარმოშობისა და სილამაზის გამო ჯეჯუს კორეის ჰავაისაც უწოდებენ. კუნძული კულტურული ლანდშაფტის სტატუსით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც კი არის შეტანილი.


45678

0 კომენტარი:

Post a Comment