ეს პატარა დასასვენებელი სახლი ხეზე, რომელიც არქიტექტურული ბიუროს Baumraum-ის პროექტით აშენდა, გერმანიაში, ერთ-ერთი სოფლის განაპირას, ტყეში მდებარეობს.
შემკვეთებს პატარა, უჩვეულო და კომფორტული სახლი, ნამდვილი ოჯახური ბუდე სჭირდებოდათ, თუმცა რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია ან სურვილი არ გამოუთქვამთ, იდეების მოფიქრება და განხორციელება მთლიანად Baumraum-ის კრეატიულ გუნდს მიანდეს.
გერმანელმა არქიტექტორებმაც ნამდვილი ბუდე ააშენეს – პატარა მომრგვალებული ფორმის სახლი, რომელიც მიწაზე რკინის, ხოლო მუხის ხეზე – ხის ძელებით არის დამაგრებული.
სახლი ხეს ტერასით უკავშირდება, საიდანაც ხის კიბით მეორე ტერასაზე შეიძლება მოხვედრა, იქიდან კი ასევე ხის კიბეებით – დაბლა დაშვება.
ფასადისა მოსაპირკეთებლად Baumraum-მა მუხის ხის მასალა გამოიყენა, სახურავი თუნუქისაა, ხოლო ინტერიერში ბამბუკის მასალა დომინირებს.
Baumraum გერმანიაში საკმაოდ ცნობილი არქიტექტურული ბიუროა, რომელიც ინოვაციურ პროექტებზეა ორიენტირებული. “ჩვენ ვაპროექტებთ სახლებს, რომლებიც მფლობელებს სასიამოვნო შეგრძნებებს უჩენს”, – ამბობს კომპანიის დირექტორი ანდრეას უენინგი.
0 კომენტარი:
Post a Comment