
2006 წელს, ათი თვის მუშაობის შემდეგ დონ და ქეროლაინ რიდლინგერებმა თავიანთი კრეატიული პროექტი დაასრულეს – მათ მარცვლეულის ძველი საწყობი საცხოვრებელ სახლად საკუთარი ხელით გადააკეთეს.
ფაქტობრივად, ყველანაირი მასალა, რაც წყვილმა სახლის მოსაპირკეთებლად და მოსაწყობად გამოიყენა, მეორადია – ნაწილი ნაგავსაყრელებიდანაა აღებული, ნაწილი კი ძალიან დაბალ ფასად ნაყიდი.
დონ და ქეროლაინ რიდლინგერები გილბერტში (არიზონას შტატი, აშშ) ცხოვრობენ.

ესაა დიდი, ლითონის ცილინდრის ტიპის სამი შენობა, რომელშიც წლების წინ ხორბალს ინახავდნენ. ძველი სამეურნეო შენობების საცხოვრებელ სახლებადგადაკეთების პრაქტიკა საკმაოდ პოპულარულია ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ამ თემას საკმაოდ ბევრი პოსტი დავუთმეთ, თუმცა, უნდა ითქვას, რომ გილბერტისფერმის პროექტი უდავოდ გამორჩეულია.

სახლის საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 180 კვადრატული მეტრია. სამი ცილინდრი ერთმანეთთან ქვის დერეფნებითაა შეერთებული. ასევე დამუშავებული ქვითაა აშენებული სახლის შესასვლელები და დახურული ავტოსადგომი. თითოეული ცილინდრში ორი სართულია, თითოეულ სართულზე კი თითო ოთახია მოწყობილი.

რაც შეეხება ბეღელის ინტერიერს, აქ კედლების ნაწილი საერთოდ არ არის დაფარული, ნაწილი კი ხისა და თაბაშირ-მუყაოს მასალითაა მოპირკეთებული.






დაათვალიერეთ ყოფილი საწყობის ექსტერიერისა და ლანდშაფტის კიდევ რამდენიმე ფოტო







0 კომენტარი:
Post a Comment