ისლანდიის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს, ვესთმანეიარის არქიპელაგზე, პატარა კუნძულზე ერთადერთი სახლი დგას, რომლის ფოტოებმაც ინტერნეტში გამოჩენისთანავე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგი ამტკიცებდა, რომ სახლი და კუნძული Elliðaey ისლანდიელ მომღერალს ბიორკს ეკუთვნის. მეორე ვერსიით სახლის მფლობელი ექსცენტრული მილიარდელი იყო.
სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. დაახლოებით 300 წლის წინ კუნძულ Elliðaey-ზე ხუთი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი თავს თევზაობით და ალბატროსებზე ნადირობით ირჩენდნენ თავს. რთული საცხოვრებელი პირობების გამო ადგილობრივებმა კუნძულის დატოვება გადაწყვიტეს. ბოლო მაცხოვრებელი Elliðaey-დან 1930 წელს გადასახლდა.
ამჟამად კუნძული და მასზე მდებარე ერთადერთი შენობა (თავშესაფარი და საუნა) ისლანდიის მონადირეთა ასოციაციას ეკუთვნის. სახლში ღამეს ალბატროსებზე მონადირეები ათევენ.
0 კომენტარი:
Post a Comment