ამ პოსტში წარმოგიდგენთ Apple-ს წამყვანი დიზაინერის ჯონათან აივის (Jonathan Ive) ვილას, რომელიც სან ფრანცისკოში (აშშ) მდებარეობს.
აივის ვილა, რომელიც 17 მილიონ დოლარადაა შეფასებული, არქიტექტურულმა კომპანიამ Willis Polk & Co 1927 წელს ააშენა.
ესაა ხუთიარუსიანი შენობა კლასიკური აგურის ფასადით, ფართო ვერანდითა და დიდი, პანორამული ფანჯრებით. ინტერიერის დიდი ნაწილი მუხის ხის მასიური ავეჯითაა მოწყობილი.
ვილა საკმაოდ მასშტაბურია – მისი ფართობი 676 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
დათვალიერეთ Apple-ს წამყვანი დიზაინერის ვილის კიდევ რამდენიმე ფოტო ჩვენს გალერეაში:
ხედი სან ფრანცისკოს სანაპირო ზოლზე ჯონათან აივის ვერანდიდან.
0 კომენტარი:
Post a Comment