ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ ჰამბურგის მინიატურების მუზეუმი Miniatur Wunderland (მინიატურული საოცრებათა სამყარო), რომელიც მსოფლიოში მინიატურების უდიდეს მუზეუმად არის მიჩნეული.
1:87 მასშტაბით შექმნილ Miniatur Wunderland-ში ყველაფერი არაჩვეულებრივად რეალისტურად და ზუსტადაა შესრულებული. აქ შეიძლება ნახოთ დიდი კანიონისა და ალპების მთიანი ლანდშაფტები და ველები, რომლებსაც გვირაბები, გზები და რკინიგზები კვეთს, ათასობით სახლი, მანქანა, ხიდები, ქარხნები, წისქვილები და სხვ.
თუმცა მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ნაწილი მინიატურული აეროპორტია.
აეროპორტი კნუფინგენი არაჩვეულებრივად რეალისტურია, განსაკუთრებით, თუ ფოტოგადაღებისთვის საინტერესო რაკურსს შეარჩევ. აქ თვითმფრინავები არა მხოლოდ ანგარებში ან ასაფრენ ბილიკებზე დგანან, არამედ ფრინავენ და მიწაზეც ეშვებიან. მინიატურული თვითმფრინავების ძრავების ხმაურიც კი თითქმის ისევე ისმის, როგორც რეალურ აეროპორტებში.
მინიატურების მუზეუმის სხვა “მოძრავი შემადგენლობების” მსგავსად თვითმფრინავების ფრენისა და დაშვების ფუნქცია ცენტრალური კომპიუტერიდან, ოპერატორის მიერ იმართება. “ღამით” ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და მთლიანად აეროპორტი ათასობით ნათურითაა განათებული.
კნუფინგენის აეროპორტის დეტალების დამზადება მთლიანობაში 3,5 მილიონი ევრო დაჯდა. ის ჰამბურგის აეროპორტის ზუსტი ასლია.
დაათვალიერეთ მინიატურული აეროპორტის სხვა ფოტოები და ისიამოვნეთ
0 კომენტარი:
Post a Comment