ეს პატარა კონსტრუქცია შორიდან მორების გროვას წააგავს. მაგრამ თუ უფრო ახლოს მიხვალთ, მორების გროვაზე მართკუთხედის ფორმის შავ ხაზებს შენიშნავთ, რომლებიც სინამდვილეში საუკეთესოდ შენიღბული ფანჯრების დარაბებია.
უცნაური პატარა სახლი დანიელ პერფორმერს ჰანს ლიბერგს (Hans Liberg) ეკუთვნის. მისმა მეგობარმა პიტ ჰეინ იკმა ნაგებობა ნამდვილი მორებით ააშენა. ფანჯრების ჩარჩოები და კარი რკინისგანაა დამზადებული და ჯერ პლასტმასით, ხოლო შემდეგ ხის თხელი გადანაჭრებით შენიღბული.
რაც შეეხება ინტერიერს, ის ბევრით არაფრით განსხვავდება სტანდარტული საოფისე სივრცისგან. აქ ჰანს ლიბერგი თავის ნომრებს ამზადებს და მუსიკას ქმნის.
“ესაა კრეატიული საშუალება დაიმალო ბუნებაში და მშვიდად იმუშაო ან დაისვენო სასიამოვნო გარემოში”, – ამბობს დანიელი არტისტი.
0 კომენტარი:
Post a Comment