hi

Loading...

Monday, December 8, 2014

ხუსკარი – სმურფების ქალაქი ანდალუსიაში

1
რამდენიმე წლის წინ ხუსკარი (Juzcar) ანდალუსიის ერთ-ერთი პატარა “თეთრი ქალაქი” იყო, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა ამ რეგიონის სხვა დასახლებული პუნქტებისაგან.
2
თუმცა 2011 წლის გაზაფხულზე ხუსკარში, რომლის მოსახლეობაც სულ 220 ადამიანს შეადგენს, Sony Pictures-ის წარმომადგენლები მივიდნენ და ადგილობრივებს თეთრი სახლების ცისფრად შეღებვა შესთავაზეს.
სოფლის საერთო კრებაზე ამ უცნაურ შეთავაზებაზე თანხმობის მიცემა გადაწყდა, მით უმეტეს, რომ თითოეულ მცხოვრებს სახლის რეკონსტრუქციასთან ერთად ფულადი პრემიაც ერგებოდა. ამავე დროს “სონი ფიქჩერსის” წარმოამდგენლებმა პირობა დადეს, რომ ორ თვეში ქალაქს ისევ ტრადიციულ ფერად – თეთრად გადაღებავდნენ. 
“ფერადი მეტამორფოზის” იდეა ეკრანზე “სმურფების” გამოსვლასთან დაკავშირებით გაჩნდა – Sony Pictures-მა ხუსკარი “მსოფლიოში სმურფების პირველ ქალაქად”  (“Júzcar, el primer pueblo Pitufo del mundo”) გამოაცხადა
ქალაქმა სწრაფად გაითავისა ახალი იმიჯი – იმართებოდა კონკურსები სმურფების თემატიკაზე, სახლების კედლები ანიმაციური ფილმის პერსონაჟებით იყო მოხატული, ტურისტები კი ფილმის გმირების ფიგურებსა და სუვენირებს ყიდულობდნენ.
8
ერთი სიტყვით, ადგილობრივები სმურფებს “დაუმეგობრდნენ”, მით უმეტეს, რომ ახალ იმიჯს მათთვის კარგი შემოსავალიც მოჰქონდა – 6 კვირის განმავლობაში ქალაქს 80 ათასი ტურისტი ეწვია მაშინ, როცა მანამდე მთელი წლის განმავლობაში ტურისტების რიცხვმა 300-მდე ძლივს მიაღწია. 
როდესაც კონტრაქტის გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ სოფლის ადმინისტრაციას Sony Pictures წარმომადგენლებმა თეთრი საღებავით მიაკითხეს, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სმურფების პირველი ქალაქის სტატუსი მოსწონთ და ქალაქის თეთრად გადაღებვა არ სურთ. 
ამგვარად “სონი ფიქჩერსმა” 4 ათასი ლიტრი თეთრი საღებავი დაზოგა, ხუსკარელები კი დღესაც ტურიზმიდან შემოსული თანხით ირჩენენ თავს ;) ;) ;)


345679101112131415161718

0 კომენტარი:

Post a Comment