არქიტექტორმა ოლივიე ჩარლზმა (Olivier Charles) არმელ ნიოუზთან (Armel Neouze) და ჟაკ გელეზთან (Jacques Gelez) ერთად შექმნა სტოკჰოლმის საზოგადოებრივიბიბლიოთეკის კონცეპტი, რომელიც განკუთვნილი იყო კონკურსისთვის Expose 7 Master Award. პროექტი ბიბლიოთეკაში წიგნებისგან შექმნილი „უსასრულო“ კედლის აგებას გულისხმობს.
კონცეპტი წარმოსახვის მრავალფეროვნების ნამდვილი მწვერვალია. ოლივიე ჩარლზი ამ პროექტში არქიტექტურისა და თანამედროვე ციფრული ხელოვნების გაერთიანებას შეეცადა და გამოუვიდა კიდეც.
მომავლის ამ ბიბლიოთეკის მთავარი თავისებურება მრავალი სართულის სიმაღლისა და ასობით მეტრის სიგრძის კედელია, რომელიც წიგნებისგან შედგება. ამ კედლის გასწვრივ იქნება გალერეები, რომლებსაც ერთმანეთთან კიბეები შეაერთებს.
ბიბლიოთეკის სტუმრები შეძლებენ კედლის გასწვრივ გაისეირნონ, სასურველი წიგნი იპოვონ და ის სპეციალურ დარბაზებში იკითხონ, რომლებიც კედლის მეორე მხარეს, რამდენიმე დონეზე იქნება განლაგებული.
წიგნების კედელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი რომ გახდეს, მის ორივე მხარეს დაიდგმება უზარმაზარი სარკეები, რაც პერსპექტივას უსასრულობამდე გაზრდის.
ეს თავად კონცეპტის ავტორი, ოლივიე ჩარლზი.
ოლივიე ჩარლზის პროექტმა კონკურსის Expose 7 Master Award პრემია სრულიად სამართლიანად დაიმსახურა. ასე რომ არის იმედი, რომ ეს ბიბლიოთეკა ოდესმე აშენდება, როგორც აშენდა თავის დროს არარეალური პროექტი – ბრანდენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.
0 კომენტარი:
Post a Comment