ეს ლამაზი თეთრი ვილა ოკეანის ულამაზესი ხედით პუერტო ანდრატკსში (მაიორკა, ესპანეთი) მდებარეობს.
1996 წელს ეს ვილა ესპანელმა არქიტექტორმა ალბერტო რუბიომ ააშენა. 2008 წელს ნაგებობა მთლიანად განაახლეს, გადააკეთეს და თანამედროვე დეტალები დაუმატეს.
ვილის საცხოვრებელი სივრცე მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. ინტერიერი, ისევე როგორც ექსტერიერი მთლიანად ქათქათა თეთრი ან კრემისფერია – კედლებით დაწყებული ავეჯით დამთავრებული.
განსხვავებული ფერის მხოლოდ ვილის მშვენება – ნატურალური კლდის სვეტი და კედელია, რომელიც ამ ადგილზე ვილის აშენებამდეც ბუნებრივად არსებობდა.
ცოტა ხნის წინ ვილა გასაყიდად გამოიტანეს. მისი ფასი 9,8 მილიონი ევროა.
0 კომენტარი:
Post a Comment