სტუდენტის ბინა ყოველთვის კომპაქტურია, თუმცა სწორი დაგეგმვის შემთხვევაში მცირე ფართობზეც შეიძლება კომფორტული საცხოვრებელი სივრცის შექმნა. ამის დამტკიცება სცადა შვედურმა არქიტექტურულმა კომპანიამ Tengbom Architects, რომელმაც 10 კვადრატული მეტრის ფართობზე სტუდენტური საცხოვრებელი მოაწყო.
მართალია საცხოვრებელი ძალიან პატარაა, მაგრამ აქ ყველაფერია, რაც სტუდენტს კომფორტული და ბედნიერი ცხოვრებისთვის შეიძლება დასჭირდეს.
Tengbom Architects-მა პროექტი შვედეთის უნივერსიტეტის – Lund-ის სტუდენტებთან და ხის საწარმო Martinsons-თან თანამშრომლობით განახორციელა.
ხის კონსტრუქციის შექმნის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინეს თავად სტუდენტების რეკომენდაციები – მათზე უკეთესად ხომ არავინ იცის, რა სჭირდებათ კომფორტისთვის
სტუდენტის სახლი ორი ზონისგან შედგება. პირველი – მისაღები ოთახია, რომელშიც ინტეგრირებულია სამეცადინო და სამზარეულო ზონები.
სახლის ზედა ნაწილში მოწყობილია პატარა საძინებელი ზონაა, რომელიც “მისაღებ ოთახს” ხის კიბით უკავშირდება. მინიატურული სააბაზანო ოთახი პირველ სართულზეა განლაგებული, მთავარი ოთახის უკან.
სტუდენტური სახლის მოდელი რამდენიმე კვირის განმავლობაში Virserum Art Museum-ში იყო წარმოდგენილი. იდეამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და გადაწყდა, რომ მთელი საუნივერსიტეტო დასახლება შეიძლება შეიქმნას, სადაც მხოლოდ კომპაქტური სახლები იქნება განლაგებული. პირველ ეტაპზე, 2014 წლის პირველ ნახევარში, შვედი სტუდენტებისთვის 22 ასეთი სახლი აიგება.
0 კომენტარი:
Post a Comment