hi

Loading...

Sunday, December 7, 2014

რა არის სასაუბრო ორმო?

conversation-pits-worth-talking-about-1
სასაუბრო ორმო (conversation pit) არქიტექტურული დეტალია, რომელსაც პირველ ეტაპზე საცხოვრებელ სახლებში ამონტაჟებდნენ, შემდეგ კი ოფისებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. თანამედროვე არქიტექტორები ამ დეტალს ხშირად იყენებენლანდშაფტის დიზაინშიც
conversation-pits-worth-talking-about-2
სასაუბრო ორმო არის მყუდრო, ჩაღრმავებული ადგილი დიდი ოთახის შუაში, რომელიც განკუთვნილია საოჯახო სადილის ან მოლაპარაკებების მოსაწყობად, მოსახერხებელია მაგიდის თამაშებისთვისაც; დასაჯდომი ადგილებზე მოთავსებულიაბალიშები, ორმოს ცენტრში კი, ჩვეულებრივ, პატარა მაგიდაა ჩამონტაჟებული.
conversation-pits-worth-talking-about-9
სასაუბრო ორმო პოპულარული იყო 1950-70 წლებში როგორც ევროპაში, ისე ჩრდილოეთ ამერიკაში. შემდეგ დაახლოებით 20 წელი მიივიწყეს, თუმცა 1990-იანი წლებიდან ამ დეტალით კვლავ დაინტერესდნენ არქიტექტორები და ფართოდ იყენებდნენ არა მხოლოდ დახურულ შენობებში, არამედ ლანდშაფტის დიზაინშიც.
conversation-pits-worth-talking-about-21
თანამედროვე არქიტექტორები სასაუბრო ორმოს ხშირად იყენებდნენ აუზის მოსაწყობადაც.
conversation-pits-worth-talking-about-4
პირველი სასაუბრო ორმო 1958 წელს დააპროექტეს მოდერნისტმა არქიტექტორებმა ერო საარინენმა (Eero Saarinen) და ალექსანდერ ჟირარდმა (Alexander Girard) ცნობილ Miller House-ში.
conversation-pits-worth-talking-about-11conversation-pits-worth-talking-about-10
წითელი სასაუბრო ორმო დააინსტალირა საარინენმა  1962 ჯონ კენედის სახელობისაეროპორტში  (ნიუ იორკი, აშშ). ორმო მოგვიანებით გადაიხურა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ ის ისევ აღადგინეს. 
JFK_TWA_Terminal
მსგავსი დეკორი გამოყენებული იყო ამერიკელი შოუმენისა და მსახიობის დიკ ვან დაიკის შოუს სატელევიზიო  სტუდიაშიც.
დაათვალიერეთ ულამაზესი სასაუბრო ორმოების ფოტოები ჩვენს გალერეაში:
conversation-pits-worth-talking-about-3conversation-pits-worth-talking-about-5conversation-pits-worth-talking-about-6conversation-pits-worth-talking-about-7conversation-pits-worth-talking-about-8conversation-pits-worth-talking-about-12conversation-pits-worth-talking-about-13conversation-pits-worth-talking-about-14conversation-pits-worth-talking-about-15conversation-pits-worth-talking-about-16conversation-pits-worth-talking-about-17conversation-pits-worth-talking-about-18conversation-pits-worth-talking-about-19conversation-pits-worth-talking-about-22

0 კომენტარი:

Post a Comment