იაპონური არქიტექტურული სტუდიის Hiroshi Nakamura & NAP-ის სპეციალისტებმა ტოკიოში (იაპონია) უჩვეულო საცხოვრებელი კომპლექსი დააპროექტეს. პროექტის ორიგინალობას სახლის ბუნებასთან მეტისმეტად ახლო კონტაქტი განაპირობებს.
სახლი აშენებული მთის ფერდობზე, რომელიც მთლიანად ტყის მასივით არის დაფარული. დამკვეთთან შეთანხმებით არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რომ სახლის მშენებლობის პროცესში არცერთი ხე უნდა მოეჭრათ. შესაბამისად, შენობის კედლები მასიურ ხეებს შორისაა ამოყვანილი და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ოთახები პირდაპირ ხეებზე ამოიზარდა.
ფაქტობრივად, შენობა და და ტყე ერთმანეთთანაა გადაჯაჭვულ-გადახლართული, რის გამოც ზოგიერთ ოთახებს არასტანდარტული ფორმა აქვს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოერგო ბუნებას და არა პირიქით – ბუნება დაიმორჩილო და დააზიანო.
0 კომენტარი:
Post a Comment