ავსტრალიელი არქიტექტორების არაჩვეულებრივი პროექტი – ხუთსართულიანი დასასვენებელი სახლი, სახელწოდებით Cliff House, რომელიც რკინის ძელებით პირდაპირ კლდეზეა მიმაგრებული, ნამდვილ მოვლენად იქცა არქიტექტურულ სამყაროში.

მოდულური სახლის პროექტი ავსტრალიურ არქიტექტურულ სააგენტოებს Prefab Architecture-სა და Modscape Concept-ის არქიტექტორებსა და დიზაინერებს ეკუთვნის. მსგავსი ტიპის შენობის პროექტის შექმნის იდეა ავსტრალიის სანაპიროებზე უძრავი ქონების შეძენის მსურველთა რაოდენობის ზრდის საპასუხოდ გაჩნდა.

სახლის ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. ავეჯის უმეტესობა იატაკშია ჩაშენებული. უზარმაზარი შუშის კედლებიდან ოკეანის არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

შუშისაა ქვედა სართულის იატაკი, რომელზე დგომისასას შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს პირდაპირ ოკეანეზე სეირნობ. Cliff House-ს სართულების ნაწილი ერთმანეთს ლიფტით უერთდება, ნაწილი კი – კიბეებით. ზედა სართულზე მთლიანად ღია დასასვენებელი ზონაა მოწყობილი სამზარეულოთი, მოხერხებული სავარძლებითა დაჯაკუზით.


0 კომენტარი:
Post a Comment