როგორ გინდა ზოგჯერ ადგე და წახვიდე ზღვაზე, ან კიდევ უკეთესი, ოკეანისკენ; დაისვენო ქალაქის ხმაურისგან ბუნებაში, ახლობელ ადამიანებთან… იდეალური ვარიანტი იქნებოდა პატარა სახლი ზღვასთან ახლოს, სადაც არავინ შეგაწუხებს.
მაგრამ იქნებ სჯობდეს სახლი პირდაპირ ზღვაში გქონდეს? – ამ კითხვას პასუხობს ფრანგი არქიტექტორისა და დიზაინერის ჯინ-ბატისტ მეიოტის კონცეფცია სახელწოდებით Origin.
პროექტი Origin – ესაა ნამდვილი სახლი, რომელსაც წყალზე ტივტივი შეუძლია და სწორედ ზღვაში დასვენების შესანიშნავ საშუალებას იძლევა.
Origin არ არის იახტა, ნავი ან სულაც კარგად მოწყობილი ხომალდი, ის მართლაც შესანიშნავი სახლია არა პატარა მოუხერხებელი კაიუტებით, არამედ კომფორტული ოთახებით, სააბზანოთი და სამზარეულოთი. საცხოვრებელი სივრციდან კიბეებით ბაქანზე – დასასვენებელ ზონაში მოხვედრა შეიძლება.
საინტერესოა, რომ აქ არის სპეციალური პანორამული მოედნები, როგორც ბაქანზე, ასევე წყალქვეშ. შესაბამისად, ჩნდება ოკეანისა და მისი ბინადრების შესწავლის საუკეთესო საშუალება. თუმცა რა თქმა უნდა, სახლი ძალიან ღრმად ვერ ჩავა ოკეანეში, მაგრამ რაც არის, ისიც ცოტა შიშისმომგვრელია და ამავდროულად მეტად მიმზიდველიც.
ჯერჯერობით, Origin მხოლოდ პროექტია, თუმცა ჯინ-ბატისტ მეიოტი იმედოვნებს, რომ დასვენების ასეთ მოსახერხებელ საშუალებას კლიენტი აუცილებლად გამოუჩნდება.
0 კომენტარი:
Post a Comment