hi

Loading...

Monday, December 8, 2014

მზის სახლი სინგაპურში

Sun House – ნამდვილად არაჩვეულებრივი და კრეატიული პროექტია, რომელიც სტუდია Guz Architects-მა სინგაპურში განახორციელა.
1Sun House-ს  L-ს ფორმა აქვს. მისი კედლები მთლიანად იმეორებს ნაკვეთის კიდეების ფორმას, რათა მეტი ადგილი დარჩეს გამაოგნებელი შიდა ეზოსთვის. 
“მზის სახლის” შიდა ეზო მართლაც საოცარია – მასში ცენტრალური ელემენტი უდავოდ ულამაზესი პატარა ტბაა, რომელშიც რამდენიმე მინიატურული მწვანე კუნძულია განთავსებული. თითოეულ კუნძულზე ხე ან რაიმე პატარა მცენარე იზრდება და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, ტბაში პატარ-პატარა ბაღები დაცურავს.
2ტბორთან ვიზუალურადაა გადაბმული საცურაო აუზი – ის მუქი მწვანე მოზაიკითაა მოპირკეთებული, რის გამოც თითქმის იგივე შეფერილობა აქვს, რაც ტბორს. ტბორსა და აუზს შორის კი განთავსებულია კიდევ ერთი, ამჯერად დასასვენებელი კუნძული – ფანჩატური, რომელშიც კომფორტული დივანი და სავარძლები დგას. ფანჩატური ე.წ. მწვანე სახურავითაა გადახურული. 
3სახლს უზარმაზარი პანორამული ფანჯრები აქვს, საიდანაც ერთი მხრივ ქალაქის ხედი იშლება, მეორე მხრივ კი ულამაზესი შიდა ეზო და ტბორი ჩანს.
სახლის მფლობელი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერია, ამიტომ ინტერიერი უხვადაა გაფორმებული ნახატებითა და სკულპტურებით. 


45678910111213141516

0 კომენტარი:

Post a Comment