Vorstadt 14 — შვეიცარიის ალპების პატარა სოფელ ცუგში მდებარე არაჩვეულებრივი სახლია, სადაც უბრალოებისა და კომფორტის ატმოსფეროა გამეფებული.
ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება დაღლილი დაბრუნდე და სულიერად დაისვენო, წამოწვე და საათობით იკითხო წიგნი, ბუხრის წინ მჯდომმა მიირთვა ცხელი ჩაი ან უბრალოდ დატკბე ულამაზესი ხედით.
ამ პატარა ლამაზი რეზიდენციის რესტავრაციის პროექტი შექმნა არქიტექტურულმა სტუდიამ Roger Stussi. ინტერიერის დიზაინი მოიცავს როგორც ტრადიციულ ელემენტებს, ისე თანამედროვე დეკორს, რაც ამ ზღაპრულ ადგილს სიმყუდროვეს და სიმშვიდის შეგრძნებას მატებს.
0 კომენტარი:
Post a Comment