hi

Loading...

Sunday, December 7, 2014

კატარი: მოტივტივე სასტუმროები მსოფლიო ჩემპიონატისთვის

SiggeArchitects1
არქიტექტურულმა კომპანიამ Sigge Architects დააპროექტა მოტივტივე სასტუმროებისა და მდიდრული ვილების სერია, რომელიც ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დოჰას სანაპიროსთან (კატარი) განლაგდება.
მოტივტივე სასტუმროები გრანდიოზული არქიტექტურული პროექტის – Oryx Island-ის ნაწილია, რომლის მშენებლობასაც კატარის ხელისუფლება  2021 წელს დაასრულებს.
პროექტის მიხედვით, სანაპირო ვილებისა და მოტივტივე სასტუმროების რიგი, რომელიც 25 ათას ადამიანზეა გათვლილი, ვიზუალურად კუნძულივით იქნება განლაგებული.
orix-island
დოჰას სანაპიროსა და მოტივტივე საცხოვრებელ კომპლექსს შორის გადაადგილების საშუალება ნავები და კატერები იქნება.
ორიქსის კუნძული მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროენერგიას გამოიყენებს, ექნება საკუთარი საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა.
ორიქსის კუნძულზე ვილების გარდა გასართობი და დასასვენებელი ცენტრებიც აშენდება. 
SiggeArchitects2
მოტივტივე სასტუმროებისა და ვილებისგან შემდგარი “კუნძულის” მშენებლობა კატარს 5,5 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
SiggeArchitects3SiggeArchitects4SiggeArchitects5SiggeArchitects6SiggeArchitects7SiggeArchitects8SiggeArchitects9SiggeArchitects10

0 კომენტარი:

Post a Comment