hi

Loading...

Sunday, December 7, 2014

ულამაზესი ქოხი ხეზე

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ინგლისელი დიზაინერის საიმონ პეინის (Simon Payne) მიერ დაპროექტებულ ულამაზეს ქოხს ხეზე, რომელიც მან ბერძენი ბიზნესმენისთვის ათენის მახლობლად ააშენა.
1
დიზაინის კომპანიის Blue Forest-ის დამფუძნებელმა და მთავარმა დიზაინერმა საიმონ პეინმა ბავშვობა დასავლეთ აფრიკაში გაატარა, სადაც ადგილობრივ თანატოლებთან ერთად ხშირად აშენებდა სათამაშო ჩალის ქოხებს.
დამკვეთის კარმიდამოს დათვალიერებისას დიზაინერს ბავშვობის გამოცდილების გამოყენების სურვილი გაუჩნდა და შესაბამისი პროექტიც მოამზადა.
2
აფრიკული ქოხი დამკვეთის კუთვნილ ტყეში, გიგანტურ ფიჭვის ხეზე, 3 მეტრის სიმაღლეზე აშენდა. მიუხედავად მცირე ფართობისა, ინტერიერი ნამდვილი საცხოვრებელი სახლივით მოეწყო – რბილი ავეჯით, პლაზმური ტელევიზორით და სათვალთვალო კამერებით.
5
დაათვალიერეთ ქოხის კიდევ რამდენიმე ფოტო ;)


34567

0 კომენტარი:

Post a Comment