ეს ლამაზი სახლი, რომელშიც მრავალი წლის წინ ფერმა იყო კატალონიაში (ესპანეთი) მდებარეობს. ფერმა ტრადიციულ სტილით ნაგები სამი შენობისგან შედგებოდა, რომელთა რესტავრაციაც 2000 წელს დაიწყო.
საბოლოოდ ფერმის შენობა გადაიქცა შთამბეჭდავ რეზიდენციად ექვსი საძინებლით, სამზარეულოთი, ასევე რამდენიმე მისაღები, სპორტული და გასართობი ოთახით.
ძველი ფერმის რესტავრირების დროს ძირითადად ნატურალური ქვა და მუხის, ალუბლისა და ნაძვის ხის მასალა გამოიყენეს. ძველი შენობიდან შემოჩენილი კედლები თუ სხვა დეტალები მაქსიმალურად ზუსტად არის აღდგენილი და შენარჩუნებული.
რესტავრირების სამუშაოების ფარგლებში გაერთიანდა ფერმის მთავარი შენობა და დამხმარე ნაგებობა, რომელთა ფართობი საერთო ჯამში 475 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
რეზიდენციის პირველ სართულზე ორიარუსიანი სასტუმრო ოთახი მოეწყო ბუხრით და ხედებით ულამაზეს მთებზე. აქვეა ინტეგრირებული სამზარეულო, სასადილო და ოთახებიც.
მეორე სართულზე განთავსებულია ორი საძინებელი ოთახი სააბაზანოებთან ერთად. ყველაზე დიდი საძინებლიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ულამაზეს ხეობაზე.
მეორე სართულზე განთავსებულია ორი საძინებელი ოთახი სააბაზანოებთან ერთად. ყველაზე დიდი საძინებლიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ულამაზეს ხეობაზე.
ყოფილი ფერმის მესამე ბლოკი დამოუკიდებელი ნაგებობაა, რომელიც ადრე საწყობად იყო გამოყენებული. ახალ პროექტში ყოფილი საწყობი მთლიანად სტუმრებისთვისაა განკუთვნილი. აქ არის ოთხი საძინებელი, ორი სააბაზანო და ერთი მისაღები ოთახი სასადილოსთან ერთად. ამავე შენობაშია მოწყობილი პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია, სამი ავტოსადგომი, სპორტული დარბაზი და საუნა.
0 კომენტარი:
Post a Comment