ბრიტანულმა დიზაინ-ბიურომ Duffy London -მა შეიმუშავა მოლაპარაკებების მაგიდის უჩვეულო დიზაინი Swing Table. მაგიდის გარშემო გაწყობილი სავარძლები ჩამოკიდებულია მეტალის საკიდებით.
კონსტრუქცის სირთულის მიუხედავად, მაგიდა Swing Table გამოიყურება მსუბუქად და ჰაეროვნად. მას აქვს მართკუთხა პარალელეპიპედის კაბინის სახე, რომლის “ნეკნებადაც” ითვლება თეთრი სვეტები.
მასიური ხის მაგიდა კუთხეებით ოთხ სვეტთან არის დამაგრებული. ნათურა მოთავსებულია მაგიდის გეომეტრიული ცენტრის ზემოთ და დაფიქსირებულია “ჟგუტების” საშუალებით.
” უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენად ცოცხალი და საინტერესო გახდება თქვენი საქმიანი შეხვედრები”- ამბობენ Swing Table -ს შემქმნელები.
მაგიდა დამზადებულია კაკლის მასივისგან, ხოლო დანარჩენი დეტალები წარმოადგენენ შეღებილ მეტალს.
0 კომენტარი:
Post a Comment