ეს პატარა ბინა, რომელიც მდებარეობს კიევის ცენტრში და მისი ფართობი შეადგენს 51 კვ.მ შექმნილია ახალგაზრდა გოგოსთვის, რომელსაც გააჩნია მკაცრი ხასიათი და რბილი გარეგნობა. სწორედ აქედან არის წამოსული ბეტონის კედლების,ჭერის რბილი ტონების, ქსოვილისა და ინტერიერის ფერების უჩვეულო კომბინაცია. ამ გაბედული და დახვეწილი ინტერიერის უკან დგას სტუდია Katasonova Design.
ამ პროექტის ფუნქციონალური განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთოთახნიანი ბინა გადაკეთებულია ოროთახიანად, რომელსაც აქვს სრულფასოვანი საძინებელი ოთახი. ბინის სივრცე ორგანიზირებულია პატარა, მაგრამ საკმაოდ ფუნქციონალური სამზარეულოს გარშემო. სამზარეულო განცალკევებული კუნძულის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელთანაც განთავსებულია დასასვენებელი ზონა დიდი დივანით, პუფით, ტელევიზორითა და საინტერესო ტუმბოთი.
0 კომენტარი:
Post a Comment