ისრაელმა დიზაინერებმა მერავ ეტანმა და გასტონ ზახარმა, რომლებმაც 2007 წელს დააარსეს OGE CreativeGroup, შექმნეს სავარძლის ალტერნატივა – Giant Bridsnest. იგი წარმოადგენს როგორც სავარძელს ასევე სათამაშო სივრცეს, რაც მას უფრო ფუნქციონალურს ხდის.
Giant Birdsnest – ეს არის უზარმაზარი ბუდე, რომელიც სავსეა კვერცხის ფორმის ბალიშებით. დიზაინერების თქმით, მათ მიერ გამოგონებული პუფები არა მხოლოდ რბილები არიან, ასევე ეგრონომიულებიც. ამიტომ ისინი ქმნიან არაფორმალურ და კომფორტულ გარემოს, რომელიც განკუთვნილია არა მარტო სახლში დასვენებისა და თამაშისთვის, ასევე კითხვისთვის, ნოუთბუქზე მუშაობისთვის, ასევე ოფისში სერიოზული ბრიფინგისა და დისკუსიებისთვის.
ბუდე გაკეთებულია ხის პანელებისგან. შიგნიდან მისი გვერდები შემოკერილია რბილი ქსოვილით, რომელიც შედგება ბამბისა და ლიკრისაგან. ბალიშებიც ასევე ამ ქსოვილებისგან არის დამზადებული, ამიტომ ისინი არიან არა მარტო გამძლეები, ასევე ელასტიურები და თავსებადები სხეულის ნებისმიერ ფორმასთან. ბუდის დიამეტრი მერყეობს 200-დან 400 სმ-მდე. მისი მაქსიმალური ზომები საშუალებას იძლევა დაიტიოს 16 ადამიანი.
0 კომენტარი:
Post a Comment