ტექნიკური დავალება, რომელიც ბინის პატრონებმა შეუდგინეს ბიურო Korneev Design Workshop -ის დიზაინერებს ანტონ და ეკატერინა კორნეებს, ამ დიზაინერების აზრით ითვლება სანიმუშოდ-სანახავად. “იქ იყო ამონაჭრები ჟურნალებისგან, მომავალ ინტერიერთან დაკავშირებული სურვილების სია და ცოტა ოდენი ინფორმაცია თავიანთ თავზე. ერთადერთი რაც ითხოვდა კორექტირებას ეს იყო მათი მომავალი საცხოვრებელი ბინის დაგეგმარება” – ამბობენ დიზაინის ავტორები.
სასტუმრო ოთახი
ანტონ კორნეევი ყვება, რომ ბინის პატრონი აღმოჩნდა ექსპერიმენტების მოყვარული და ითხოვდა ინტერიერში ნათელი ფერების დამატებას. მაგრამ საბოლოვოდ კედლების, ჭერისა და იატაკის შეღებვა თეთრ ფერში გადაწყდა, რაც ვიზულურად გაზრდის სივრცეს.
ბინის მფლობელი სათავეში უდგას კომპანიას, რომელიც ფილმებსა და რეკლამებს იღებს. ამიტომ დიზაინერებმა გადაწყვიტეს ეს ინტერიერში მერლინ მონროს პორტრეტისა და საოფიტის ნათურით გამოეხატათ.
სასტუმრო ოთახის ერთი კედელი გაფორმებულია ახალგაზრდა ოჯახის ფოტოქრონიკით. ჩარჩოებში ჩასმულია სურათები, რომლებზეც დაფიქსირებულია ბინის მეპატრონეების ცხოვრების ძირითადი მომენტები.
შემოსასვლელი
სარკე, რომელზეც დატანებულია ანგელოზების გამოსახულებები, კორნეევებმა იპოვეს ანტიკვარულ მაღაზიაში.
სამზარეულო
სამზარეულოს ავეჯი არჩეულია სამი სხვადასხვა კომპლექტიდან. ბინის პატრონებს უყვართ საჭმლის მომზადება. სამზარეულოში დამონტაჟებულია გამწოვი, რომელიც დამუშავებულ ჰაერს გარეთ გაიწოვს.
ყვითელ კარებს მივყავართ საძინებელში. თითქმის ყველა კარი ბინაში არის სხვადასხვა დიზაინისა და ფორმის. ამით ბინის დიზაინერებმა და მეპატრონეებმა გადაწყვიტეს თეთრი კედლების ერთფეროვნების კომპესირება.
საძინებელი
ეს ოთახიც გაფორმებულია იმავე პრინციპით, როგორითაც ბინის დანარჩენი ზონები. საძინებელი მეპატრონეებმა გადმოიტანეს წინა საცხოვრებლიდან და იმისათვის, რომ შეწყობოდა დიზაინს გადაღებეს ცისფერ ფრად.
საბავშვო ოთახი
იმის გამო, რომ ოჯახში ბავშვი ჯერ-ჯერობით არარის, საბავშვო ოთახი გამოიყენება როგორც კაბინეტი ან სასტუმრო ოთახი.
0 კომენტარი:
Post a Comment