ამ ბინის მეპატრონე არის ახალგაზრდა დიზაინერი. იგი ყვება: ” ჩემი სამუშაოს გათვალისწინებით, მე ყოველ დღე ვხედავ ყვავილების დიდ რაოდენობას, სხვადასხვა ფორმებს, იმდენ წარმოუდგენელ სილამაზეს, რომ სახლში მინდა ყველაფერ ამისგან დასვენება, ანუ დავიძინო, ვჭამო, მეგობრებთან ერთად კარგ ფილმს ვუყურო და სიამოვნებით წავიმუშაო. სახლის ფართობი შეადგენს 26 კვ. მ -ს. მე მიყვარს მომზადება და მეგობრების შეკრება ამიტომ ბინაში 4 საკამია, მაგრამ როცა ბევრი ხალხია, მაგიდა ტრიალდება ფანჯრისკენ და მაგიდის ზომა ყველას გამოკვების საშუალებას იძლევა.
მე გავზარდე ფანჯრის ზომები, რადგან მიყვარს სინათლე.სასიამოვნოა, როცა გაღვიძებისას ღრუბლების ფონზე ხედავ ხეებს. სამრეცხაო განთავსებულია სამზარეულოში ფანჯრის წინ – გაცილებით სასიამოვნოა ჭურჭლის რეცხვა პეიზაჟით ტკბობისას.
აგრეთვე ბინაში არის სტუმრის მისაღები ზონა ტელევიზორით, ჟურნალის მაგიდით, რბილი ხალიჩითა და დივანით, რომელიც ხელის მოძრაობით გადაიქცევა ორკაციან საწოლად.
0 კომენტარი:
Post a Comment