ბინა, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ მდებარეობს კიევში და მისი ფართი შეადგენს 75 კვ.მ -ს. პრაქტიკულად ყველა ავეჯი, რომელიც სტუდია Katasonova Design -მა გამოიყენა ამ პროექტში, არის უკრაინული წარმოების. ლამაზი ლამინატი, იაფი მაგრამ ხარისხიანი სანტექნიკა, ფერების მსუბუქი სასიამოვნო პროპორციები და წარმატებული აქცენტები – ყველაფერი ეს ქმნის ხარისხიანი საცხოვრებლის ატმოსფეროს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ინტერიერის დიზანი დამოკიდებული არ არის ძვირადღირებულ ავეჯსა და დეკორაციაზე დახარჯული ფულზე. პირველ რიგში ეს არის მოთხოვნებს, ესთეთიკასა და შესაძლებლობებს შორის ჰარმონიის შექმნის ნიჭზე დამოკიდებული.
0 კომენტარი:
Post a Comment