hi

Loading...

Friday, November 28, 2014

ბინა პარიზში

დომენიკ კიფფერი რომ არ გამხდარიყო ქსოვილების დიზაინერი , ალბათ წარმატებული რეალტორის კარიერა ელოდებოდა, ისე მსუბუქად წყვეტს ის თავის საცხოვრებლის საკითხს.
პარიზის მე-17 საუკუნის ამ სახლში მან ჯერ იყიდა 40 მ-იანი ბინა, რომელშიც აბაზანაც არ იყო, შემდეგ გაყიდა რა თვისი სახლი ბურგუნდიაში და შეისყიდა მეზობლად 2 ბინა, გაფართოვდა 80 მ-მდე. „ვიცოდი რა , რომ ქვედა სართულზე ასეთივე ბინა მდებარეობს, მსგავსში ცხოვრებას ვერ შევძლებდი“ ამბობს ის.

610x822_Quality97_610x822_Quality97_ad_KIEFFER_04__w

610x397_Quality97_610x397_Quality97_ad_KIEFFER_17__w

სასტუმრო ოთახი
კუთხური საკუჭნაო, რომელიც ჩვეულებრივი ოთახის კარის უკან იმალება და ჩაშენებული წიგნების თაროები იმითაა კარგი რომ არ ტვირთავს სივრცეს. რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს ეხება მაღლ ინდუსტრიული ტიპის სტელაჟებს, მიუხედავად იმისა რომ ისინი ბოლომდეა შევსებული, ეს კი იმიტომ რომ კონსტრუქცია საკმაოდ მსუბუქია და საგნები თაროებზე ძირითადად თეთრია , კედლების ფერში.

610x397_Quality97_610x397_Quality97_ad_KIEFFER_21__w

610x856_Quality97_610x856_Quality97_ad_KIEFFER_14__w
დომინიკმა შეაგროვა სკულპტურების მთელი კოლექცია: რამდენიმე თავის გარდა დივანის უკან კონსოლის მაგიდაზე, სასტუმრო ოთახში დგას „აფროდიტას“ ბიუსტის ასლი ( ორიგინალი ინახება ნეაპოლის ნაციონალურ არქეოლოგიურ მუზეუმში ) და სკულპტურა სახელწოდებით „ ალეგორია „ მე 19 საუკუნის უცნობი ავტორის.

„უნდა იცხოვორო მსუბუქად, არ შეიძლება სერიოზულად მიუდგე ყველაფერს“ თვლის დომენიკი. ამის ილუსტრაციაა თარო საძინებელ ოთახში, რომელზეც შუშის კოლბაში გაპუტული პლასტმასის მამალი, რომელიც სახუმაროდ იყიდა ლონდონის ძველმანების ბაზრობაზე.
610x814_Quality97_610x814_Quality97_ad_KIEFFER_16__w
სამზარეულო
სამზარეულოს და სასადილო ზონას ყოფს ბინაში შესასვლელი ჰოლი, და მიუხედავად იმისა რომ სამზარეულოში მაგიდა არ არის და საჭმლის ტარება უწევს სასადილო ოთახში , მას ეს არ აწუხებს. სამზარეულოში კი მთელი ადგილი საკვების მომზადებას აქვს დათმობილი, უამრავ სათავსოსთან ერთად, რომლებიც ჭერამდეა აღმართული, აქვე მოიძებნა ადგილი სარეცხის მანქანისთვის.

610x765_Quality97_610x765_Quality97_ad_KIEFFER_09__w
610x765_Quality97_610x765_Quality97_ad_KIEFFER_11__w
სასადილო ოთახი
ბინის მთავარი ღირსება- დიდი ფარნჯრებია. ბუნებრივი შუქი თეთრ კედლებთან ერთად ქმნის სივრცის შეგრძნებას. ბინა შევსებულია ძალიან ეკლექტურად. Gaveasoni ს სავარძლები და IKEA ს ყველაზე უბრალო სკამები მშვენივრად ეხამებიან ერთმანეთს. სტელაჟები ინდუსტრიულ სტილში კი სავსეა ანტიკვარიატით. „ მე არ მესმის ადამიანების , რომლებიც მთლიანად თანამედროვე ავეჯით აწყობენ ბინებს“ ამბობს ის.
samzareulo
610x761_Quality97_610x761_Quality97_ad_KIEFFER_23__w

610x632_Quality97_650x674_Quality97_141_AD_10_14_01_w

0 კომენტარი:

Post a Comment