ორიგინალურ აქსესუარებს შეუძლიათ ინტერიერში განსაკუთრებული სილამაზის შეტანა. ბევრი ოცნებობს თავის სახლში განახორციელოს განსაცვიფრებელი იდეები. 10 ასეთ პროექტს წარმოგიდგენთ ამ სტატიაში.
კიბე ჩამოსასრიალებლით
კიბე ითვლება სახლის შედარებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნაწილად.თანამედროვე სახლებში კიბესთან დაკავშირებული არქიტექტურული გადაწყვეტილებები იშვიათად გვხვდება. ხვეული კიბეს ჩამოსასრიალებლით, შეუძლია იქცეს აქცენტად, რომელიც მთელ ინტერიერს ახალ დონეზე აწევს.
სასადილო მაგიდა
კიდევ ერთი ნივთი ინტერიერში, რომელსაც ცოტა ყურადღება ექცევა – სასადილო მაგიდა. მაგრამ თუ შევიძენთ ისეთ ეფექტურ მოდელს, როგორიც არის დიზაინ ბიურო Duffy London -ის მაგიდა საქანელებით, ოთახი გარდაიქმნება
ბილიარდის მაგიდა
არანაკლებ საინტერესო ნივთად შეიძლება ჩაითვალოს ბილიარდის მაგიდა, რომელიც სასადილო მაგიდის ქვეშ ინიღბება.
ჰამაკი მისაღებ ოთახში
თუ სასტუმრო ოთახის სივრცე საშუალებას იძლევა, ცენტრში შეიძლება ჰამაკის ჩამოკიდება. ეს საშუალებას მოგცეცემთ მისაღები ოთახი აქციოთ სრულფასოვან ლაუნჯ-ზონად.
აკვარიუმი საწოლის თავზე
საწოლის თავი – ადგილი, სადაც მრავალი დიზაინერული იდეის განხორციელება შეიძლება. ერთ-ერთი ყველაზე გაბედული იდეა ეს არის აკვარიუმი საწოლის თავზე.
გამჭვირვალე აბანო
შოკისმომგვრელი, მაგრამ ძალიან ეფექტური იდეა – გამჭვირვალე აბანო, რომლის კედლებიც შესრულებულია მყარი მინისგან.
ბუხარი მინაში
ინტერიერის მინის ნივთები ყოველთვის მდიდრულ ხასიათს ატარებენ. მისაღები ოთახის მდიდრულ დომინანტად იქცევა განცალკევებული ბუხარი, რომელიც მოთავსებულია მყარი მინის კედლებში.
გასაოცარი სათავსო
არქიტექტორებმა შექმნეს მრგვალი ოთახი, სადაც პირდაპირ სამზარეულოდან ხვეული კიბე ეშვება. თაროები განთავსებულია კიბის საფეხურეების დონეზე, ამიტომ სივრცის არცერთი სანტიმეტრი არ იკარგება.
მინი-ოფისი სახლთან ახლოს
მათთვის ვისაც უწევს სახლში მუშაობა შესანიშნავი ვარიანტია ფუტურისტული ოფისი, რომლის სახლთან ახლოს განთავსება არის შესაძლებელი.
0 კომენტარი:
Post a Comment